ნატო-ს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის მიწოდების პროცესი დაიწყეს

ნატო-ს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის მიწოდების პროცესი დაიწყეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გელეტეის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნებმა კიევისთვის იარაღის გადაცემის პროცესი დაიწყეს . "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

"მიმდინარეობს იარაღის გადაცემის პროცესი, რომელიც პუტინს შეაჩერებს. ეს პროცესი დაიწყო და ვგრძნობ, რომ ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც უნდა ვიაროთ", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობილია, რომ 7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნატო-ს 4-5 სექტემბრის სამიტზე მიღწეული იქნა შეთანხმებები სამხედრო მრჩეველებისა და იარაღის მოწოდების შესახებ აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან. თუმცა, მოგვიანებით, პოლონეთის, იტალიისა და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესახებ.