მსურს პრეზიდენტს შევხვდე და გავიგო, როგორ ხედავს ის საკუთარ როლს - პარტნიორად თუ პოლიტიკურ კონკურენტად

მსურს პრეზიდენტს შევხვდე და გავიგო, როგორ ხედავს ის საკუთარ როლს - პარტნიორად თუ პოლიტიკურ კონკურენტად

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს საპრეზიდენტო სასახლეში ხვალ, 13:00 საათზე შეხვდება.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინიტრაციასთან შეთანხმებულია. ქუცნაშვილი ერთადერთი დეპუტატი იქნება უმრავლესობიდან, რომელიც მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. ქუცნაშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილთან დიალოგი აუცილებელია.

"თუ პრეზიდენტი საკუთარ როლს ხედავს სახელისუფლო განშტოებების – მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტად, ეს მცდარი მოსაზრებაა. ეს პოზიცია მომავალშიც ბევრ პრობლემას შექმნის. ასეთ შემთხვევაში ინსტიტუტებს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. მსურს, შევხვდე პრეზიდენტს და ვისაუბრო, როგორ ხედავს ის საკუთარ როლს - პარტინიორად კონსტიტუციის ფარგლებში, თუ პოლიტიკურ კონკურენტად", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.