არ ვიცი, რატომ არის პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაში

არ ვიცი, რატომ არის პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაში

არ ვიცი, რაზეა საუბარი ან რატომ არის პრეზიდენტი სასაცილო მდგომარეობაში, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს.

"საქართველოს პრეზიდენტს არაერთი ვიზიტი აქვს გამხორციელებული როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. არაერთი ღონისძიება ჩაუტარებია თბილისში და აქედან მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე მიუღია ქვეყანას", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება.