ვარ და ვიქნები პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ვარ და ვიქნები პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ვარ და ვიქნები პარლამენტის ვიცე-სპიკერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძემ განუცხადა.

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ვიცე-სპიკერისა თანამდებობიდან მისი გაწვევა ადვილი არ არის.

ვიცე-სპიკერი ამ კუთხით პარლამენტის რეგლამენტში ჩაწერილ რეგულაციებს განმარტავს და აცხადებს, რომ ის წარმოდგენილია აჭარის დეპუტაციის მხრიდან და მისი გამოწვევა ადვილად ვერ განხორციელდება.

პარალმენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის სპიკერატში ერთი კვოტა აჭარის დეპუტაციას აქვს. მურმან დუმბაძე სწორედ აჭარის დეპუტაციამ წარადგინა. ვიცე-სპიკერის გაწვევისთვის კი საჭიროა შემდეგი პროცედურა – აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობამ უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მათ მიერ წარდგენილი ვიცე-სპიკერის შესახებ. აჭარის დეპუტაციის ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი ცნობად იღებს.