დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

სასწავლო პროცესი საქართველოში არსებულ 2 332 სკოლაში ერთდროულად იწყება, 44 758 მოსწავლე კი სკოლაში დღეს პირველად წავა.

ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ტრადიციულად უფასო სახელმძღვანელოებსაც მიიღებენ. სკოლებში უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება უკვე მიმდინარეობს. განათლების  სამინისტროს ინფორმაციით, უფასო წიგნებს წელს სულ 650 000 მოსწავლე მიიღებს.

მოსწავლეების ნაწილმა მეორადი სახელმძღვანელო მიიღო, რომლითაც გასულ სასწავლო წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სარგებლობდნენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, მეორადი სახელმძღვანელოების დარიგება რამდენიმე სკოლაში გახდა საჭირო, რისი მიზეზიც მოსწავლეთა მობილობაა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოში 64 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია. წელს პირველ კურსზე 28 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა.