უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის მიერ 14 სექტემბერს ჩატარებული "სახელმწიფო საბჭოს" არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევოსტოპოლში იმართება. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევოსტოპოლი არის და რჩება სუვერენული უკრაინის განუყოფელ ნაწილად, რომელზეც ვრცელდება უკრაინის კონსტიტუციისა და კანონების მოქმედება", - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე განცხადებით, ე.წ. არჩევნები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ატარებს უკრაინის ტერიტორიაზე, არალეგიტიმურია, მისი შედეგები კი იურიდიულ-სამართლებრივი კუთხით ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევოსტოპოლზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ველოდებით, რომ ცივილური სამყარო სათანადოდ შეაფასებს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.