ომი რეფორმების კატალიზატორია, რომელიც საქართველომაც გაიარა

ომი რეფორმების კატალიზატორია, რომელიც საქართველომაც გაიარა

უკრაინამ შეძლებს გაატაროს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები რუსეთთან ომის პირობებშიც კი, თუკი პარლამენტს ოლიგარქებისგან გაათავისუფლებს. უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, ამის შესახებ მსოფლიო დონის ავტორიტეტულმა ეკონომიკის ექსპერტმა, ამერიკის პიტერსონის სახელობის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ანდერს ოსლუნდმა განაცხადა.

მისი აზრით, საომარი მოქმედებები - ეს არ არის მუხრუჭი, არამედ რეფორმების კატალიზატორია, რომელიც უკვე გაიარეს სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, საქართველომ და ხორვატიამ.

"ხორვატიამ შეძლო ეს საომარ პირობებში. საქართველომაც შეძლო. მან აჩვენა, რომ საჭიროა რადიკალური ქმედებები. აუცილებელია პოლიტიკით დაწყება, ანუ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ახლა ეს პროცესი სრულდება. შემდეგ საჭიროა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელების შეცვლა. უნდა მოხდეს პოლიციისა და სასამართლოს ლუსტრაცია და უსარგებლო ინსპექციების გაუქმება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, გადასახადების რაოდენობის შემცირება - ისინი ძალიან მაღალი არ უნდა იყოს. უნდა გატარდეს ენერგეტიკული რეფორმები. ამ ყველაფერში ევროკავშირს დახმარება შეუძლია", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.