ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ “მე-5 არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ შეტევას ვახორციელებდით ყველა ფრონტზე, პრაქტიკულად ალყაში იყო ქალაქი ლუგანსკი, ქალაქი დონეცკი, სწორედ ილოვაისკიდან... უახლოეს პერიოდში ველოდებოდით ქალაქ გორლოვკას გაწმენდას. სწორედ ამ სტადიაზე პუტინი მიხვდა, რომ დონბასში ომი წააგო და ჯარის გაყვანა გადაწყვიტა”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, როდესაც ასეთი მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, დანაკარგი ყოველთვის დიდია. “ჩვენთვის ცნობილია, რომ ილოვაისკთან 107 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა გაცილებით დიდია რუსული მხარის დანაკარგი, თუმცა ამის შესახებ ნაკლებად საუბრობენ, რადგან რუსეთში ყველაფერს აკეთებენ, რომ გაჩუმდნენ. დანაკარგი კი 300-ზე მეტია”, - განაცხადა გელეტეიმ.