საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას არ ეთანხმება

საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას არ ეთანხმება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, ამერიკისადმი პატივისცემის მიუხედავად, მისთვის მსგავსი შეფასება მიუღებელია.

“ოპონირება ოპონირებაა, მაგრამ მავნებლობა მავნებლობაა, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება რომ ოპონირება გასწიო. ჩემი ღრმა პატივისცემის და დიდი მადლიერების მიუხედავად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი, რომელიც გვეხმარება სწორედ დემოკრატიის განვითარებაში, მე ამ კონკრეტულ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ყველა გამოძიებას”, - განაცხადა დოლიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლის სამართლებრივი დევნით, რომელიც საქართველოში დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს.