აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსადმი მიმართვას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსადმი მიმართვას ავრცელებს

მიმართვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ მარი ჰარფმა გაავრცელა.

“აშშ მოუწოდებს საქართველოს პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალებს, ფოკუსირება საერთო ინტერესებზე მოახდინონ, ბოლო მიღწევებს დაეყრდნონ და ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად ერთად იმუშაონ. შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლის სამართლებრივი დევნით, რომელიც საქართველოში დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს. აშშ აგრძელებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დისკუსიების პატივისცემას უნდა შეიცავდეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.