“სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს განცხადებებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არასოდეს აკეთებს”

“სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს განცხადებებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არასოდეს აკეთებს”

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ნამდვილად შეინიშნება პოლიტიკურ დევნის ნიშნები და ეს მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” არ ეხება.

ამასთან, დავითაია მოუწოდებს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან ასეთი განცხადებები არ იყოს.

“სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მთავრობას ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი განცხადებები არ კეთდებოდეს იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები ლახავს ქვეყნის იმიჯს და ამიტომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც არის, მაგრამ ჩვენ გვესმის უმრავლესობისგან, პოლიტიკოსებისგან, თუ როგორ არ იზიარებს ან არ ეთანხმება ამ განცხადებას და გამოხატავს საწინააღმდეგო აზრს. მინდა ყველას გავახსენო და განსაკუთრებით საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ ღებულობს ინფორმაციებს მხოლოდ ერთი წყაროდან, სახელმწიფო დეპარტამენტი, ვიდრე განცხადებას გააკეთებს არამარტო ამერიკის საელჩოდან, არამედ ბევრი სხვა დამოუკიდებელი წყაროდან იღებს ინფორმაციას და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ აკეთებს განცხადებებს. ის, რაც ხდება, ამაზე უკვე ღიად არის საუბარი, რომ არის გარკვეული დევნა ოპოზიციური პარტიების, აქ არ არის მარტო საუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ბევრი სხვა მომენტებიც იკვეთება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება დროულია იმ მიმართულებით, მაგრამ პრობლემატულია ქვეყნისთვის, ამიტომ, მე არ ვარ განწყობილი ისე, რომ მიხაროდეს ეს განცხადებები, პირიქით, ძალიან მწყინს ასეთი განცახდებები როცა არის. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან ასეთი განცხადებები არ იყოს”, - განაცხადა დავითაიამ.