“რუსეთი საპასუხო სანქციებს მიიღებს, თუ ეს რუსი მწარმოებლებისთვის სასარგებლო იქნება”

“რუსეთი საპასუხო სანქციებს მიიღებს, თუ ეს რუსი მწარმოებლებისთვის სასარგებლო იქნება”

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის ეკონომიკის ინტერესებს შეესაბამება, საპასუხო სანქციები დაწესდება.

“ხელისუფლება ფიქრობს ამას, მაგრამ თუ სანქციებს მივიღებთ, მხოლოდ ჩვენთვისვე უკეთესი პირობების შესაქმნელად. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და გადავდგამთ თუ არა საერთოდ, ხელისუფლება იფიქრებს და გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტისთვის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას უკავშირდება ახალი სანქციები. “შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონს, რომ პროცესი მშვიდობიანი სცენარით მიდის”, - აღნიშნა მან.