ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა სულხან-საბა ობელიანის სახელობის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი 15 სექტემბერს საქართველოს სააგრეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან სტუმრობით დაიწყებს, გაიმართება მინისტრების ერთობრივი პრესკონფერენცია. არქიეოისკოპოსი დომინიკ მამბერტი საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოინახულებს მცხეთას - ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ძველი თბილისის უბნებს დაათვალიერებს.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ის საქართველოსა და ვატიკანის შემდგომი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.