უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, 7 სექტემბრის მონაცემებით, 873 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, დაჭრილია 3 275 უკრაინელი სამხედრო.
ანდრეი ლისენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიის დატოვება შეწყვიტეს.
მისივე განცხადებით, დაფიქსირებულია ტერორისტების ყოფნა დონეცკის ოლქის ორ დასახლებულ პუქნტში - რასიპნოე და პელაგეევკა, ხოლო მარიუპოლისა და ნოვოაზოვსკის რაიონებში "ბოევიკების" აქტივობის შემცირებაა დაფიქსირებული.