პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეხვედრების ორგანიზების თაობაზე კომუნიკაცია არ ყოფილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეხვედრების ორგანიზების თაობაზე კომუნიკაცია არ ყოფილა

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზებაში ფინანსთა სამინისტრო ჩართული არ ყოფილა.

„აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან პრეზიდენტის შეხვედრების დაგეგმვის შესახებ ფინანსთა სამინისტროსთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარმოადგენს საქართველოს, როგორც ალტერნატიული მმართველი, ხოლო მსოფლიო ბანკში როგორც მმართველი. ადმინისტრაციას არ გამოუთხოვია ინფორმაცია არც იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყანა აღნიშნულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში ატარებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ საქმის კურსში რა შეხვედრები და რა თემების განხილვა იგეგმებოდა მათი გამართვის შემთხვევაში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ჩაშლამდე, შეთანხმებული იყო პრეზიდენტის შეხვედრა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან.