საქართველო არის ოქროს საბადო კულტურული მემკვიდრეობის კუთხით

საქართველო არის ოქროს საბადო კულტურული მემკვიდრეობის კუთხით

პროექტის „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა“ (XI-XII საუკუნეების ქართული ხელნაწერები) - ამ სახელწოდების პრეზენტაცია გაიმართა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება.

რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოში მთელ რიგ პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის თვალსაზრისით.

„საქართველო არის ოქროს საბადო კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, რომ ერთ-ერთი უძველესი სახარების ნიმუში, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში არსებობს, იქნება შესწავლილი, გაანალიზებული და ამით აშშ ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ აშშ-მ საქართველოს სხვადასხვა სფეროში საჩუქარი გაუკეთა ან დახმარება გაუწია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომელიც უკავშირდება კულტურას და კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არის ის დარგი, სადაც თავად საქართველო უკეთებს საჩუქარს არა ამერიკას, არამედ მთელ სამყაროს. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.