პუტინმა რაულ ხაჯიმბას

პუტინმა რაულ ხაჯიმბას "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა.

როგორც აფხაზური მედია წერს, მისალოც შეტყობინებაში რუსეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რაულს ხაჯიმბას საქმიანობა ხელს შეწყობს ეროვნული კონსესურის მიღწევას, უზრუნველყოფს შიდა სტაბილურობას, ეფექტურად გადაწყვეტს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.

ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა დაადასტურა მჭიდრო და ერთობლივი თანამშრომლობით გამყარდეს რუსეთ-აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები, ასევე ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა.