ოლეგ მელნიკოვის ბრალდების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ოლეგ მელნიკოვის ბრალდების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

აღნიშნული შუამდგომლობის მიზეზად პროკურორმა ის დაასახელა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ ოლეგ მელნიკოვთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.

როგორ პროკურორმა განმარტა, ოლეგ მელნიკოვმა თავისი თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლა, აქედან გამომდინარე, პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეს ოლეგ მელნიკოვის საქმე ცალკე წარმოებად უნდა გამოეყოს. ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობდა და ოლეგ მელნიკოვის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

ჯერჯერობით უცნობია იმ საპროცესო შეთანხმების დეტალები, რაზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ოლეგ მელნიკოვთან მიმართებაში შეთანხმდნენ.

გირგვლიანის საქმეში სხვა ბრალდებულების - გერონტი ალანიას, ვანო მერაბიშვილისა და ვალერიან მეტრეველის საქმეები კი საერთო წესის დაცვით გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრება.