დეკანოზი დავით ისაკაძე დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიას

დეკანოზი დავით ისაკაძე დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიას "კაზანტიპს" უკავშირებს

დეკანოზი დავით ისაკაძე დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიას "კაზანტიპის" ღონისძიებას უკავშირებს. როგორც ანაკლიაში გამართულ აქციაზე დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა , საქართველომ ძალიან დიდი განსაცდელი ნახა ამ ღონისძიებიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის სახით. მან ხელისუფლებას სთხოვა ყურად იღოს და გაითვალისწინოს ეს ყოველივე, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება. 

"უნდა შეწყდეს ასეთი ორგიები", - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე ინფორმაციით, "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნა 400 ლარით ისჯება, აქ კი ორგიები მიმდინარეობს". 

"კაზანტიპის" შესასვლელთან სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. მათ ასევე მიიტანეს ფოტოსურათები, სადაც მათივე თქმით, აღბეჭდილია ის გარყვნილება, რაც "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ხდება. 

სასულიერო პირებმა და მრევლმა ”კაზანტიპის” ტერიტორიის მიმართულებით დღეს მსვლელობა გამართეს. ადგილზე მობლილზებული იყვნენ სამართალდამცავები.