სასულიერო პირებმა

სასულიერო პირებმა "კაზანტიპის" პრეზიდენტს სატანა უწოდეს

ანაკლიაში სასულიერო პირებმა "კაზანტიპის რესპუბლიკაში" მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფოტოსურათები მიიტანეს. სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა "კაზანტიპის რესპუბლიკის" შესასვლელთან პარაკლისი გადაიხადეს და ილოცეს. როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, ისინი საქართველოში გარყვნილების ჩატარებას აპროტესტებენ.

აქციაზე მივიდა თავად "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი. მან სასულიერო პირებთან გასაუბრება. თუმცა სასულიერო პირებმა მასთან დალაპარაკება არ ისურვეს. სასულიერო პირებმა პოლიციას მოუწოდეს, რომ ის ტერიტორიიდან გაეყვანათ.

როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ნიკიტა მარშუნოკი იქ მისული იყო პროვოკაციის მოსაწყობად. ამასთან, მათ ნიკიტა მარშუნოკს სატანა უწოდეს. 
ანაკლიაში აქცია უკვე დასრულებულია.