აფხაზეთის ე.წ. ცესკო-მ რაულ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვებულად ოფიციალურად დაასახელა. როგორც აფხაზური მედია წერს, ე.წ. ცესკო-მ "საპრეზიდენტო არჩევნების" წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ამ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50,57%-მა მისცა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ასლან ბჟანიამ კი ხმების 35,91% დააგროვა. მესამე ადგილზე მერაბ ქიშმარია გავიდა. მას მხარი 6,4%-მა დაუჭირა, მეოთხე ადგილზე გავიდა ლეონიდ ძიაპშბა, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 3,4%-მა მისცა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ვიტალი გაბნია დაიკავებს.
ე.წ. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 70% შეადგინა.