ილუზია არ გვაქვს, რომ აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებები დაცული იქნება

ილუზია არ გვაქვს, რომ აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებები დაცული იქნება

ქართულ მხარეს არ აქვს იმის ილუზია, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდება უცხო ქვეყნის ოკუპაცია, დაცული იქნება ეთნიკური ქართველების უფლებები. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა კითხვას, რამდენად საშიში იქნება ეთნიკური ქართველებისთვის რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ეს ტერიტორია არის სრული კონტროლის ქვეშ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან, არ ხდება ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა და ქართულ მხარეს ამის შესახებ არაერთი განცხადება გაუკეთებია.

"თვითონ ე.წ. სარჩევნო კამპანიის დროსაც ირღვეოდა ეთნიკური ქართველების უფლებები და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინათ. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდება უცხო ქვეყნის ოკუპაცია, დაცული იქნება ეთნიკური ქართველების უფლებები. ამიტომ, ჩვენი მცდელობა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანაგობრობის სრულად ინფორმირება და მათი მხარდაჭერის კონსოლიდაცია", - განაცხადა ზალკალიანმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.