ევროკავშირი რუსული

ევროკავშირი რუსული "ჰუმანიტარული კოლონის" გადაადგილებას უკრაინის საზღვრის დარღვევად მიიჩნევს

ევროკავშირი რუსეთის "ჰუმანიტარული კოლონის" გადაადგილებას უკრაინის საზღვრის დარღვევად აფასებს და რუსეთს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რომ ჰუმანიტარული კოლონის მიერ საზღვრის გადაკვეთა მოსკოვს, კიევსა და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს შორის შეთანხმების დარღვევით მოხდა.

"ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ რუსეთის გადაწყვეტილების გამო, შეეტანა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის თანხლებისა და უკრაინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ეს უკრაინის საზღვრის აშკარაა დარღვევაა. ეს ასევე ეწინააღმდეგება უკრაინას, რუსეთსა და "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

100 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა უკრაინაში 22 აგვისტოს საბაჟო კონტროლისა და "წითელი ჯვრის" თანხლების გარეშე შევიდა. კოლონამ უკრაინის საზღვარი ლუგანსკის ოლქში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებას გამშვებ პუნქტ "იზვარინოში" გადაკვეთა.