სტიქიის ზონაში მდინარე თერგი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა

სტიქიის ზონაში მდინარე თერგი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა

დარიალის ხეობაში, მამათა მონასტრის ტერიტორიასთან მდინარე თერგი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ფერიში" განუცხადეს, რომელიც ყაზბეგში ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს.

მათივე შეფასებით, მდინარის კალაპოტში დაბრუნების შედეგად საბაჟო გამშვებ პუნტს უფრო მეტად დაზიანების საფრთხე აღარ ემუქრება.

"დარიალის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მდინარე თერგი ხეობაში არსებულ მონასტერთან უკვე გადავიდა ძველ კალაპოტში, რაც ნიშნავს, რომ მის წინ მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტს ვეღარ დააზიანებს", - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც "ფერიში" განმარტავენ, მდინარის კალაპოტში დაბრუნება გზის აღდგენითი სამუშაოებს უფრო დააჩქარებს.