სააგენტო

სააგენტო "ბუდა ბარისა" და "მიუნჰენის" დახურვასთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაციას აქვეყნებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ბათუმში "ბუდა-ბარისა" და რესტორან "მიუნჰენის" დახურვის შესახებ, რასაც ზოგიერთ მედიასაშუალებაში "ბუდა ბარის" ადმინისტრაციისა და "მიუნჰენის" დირექციის მხრიდან ამ ფაქტის უარყოფა მოჰყვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დამატებით დოკუმენტაციას (იხილეთ მიმაგრებული ფაილები), რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს ნამდვილად შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. რაც შეეხება ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას, მათ საწარმოო პროცესის აღდგენა შეძლეს მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის, კერძოდ, საეჭვო წარმომავლობის ხორცის განადგურებისა და ტერიტორიის დეზინფიცირების შემდგომ.