"კაზანტიპის რესპუბლიკაში" ოცდაათმა წყვილმა "იქორწინა"

"კაზანტიპის რესპუბლიკაში", ცოტა ხნის წინ დაახლოებით ოცდათმა წყვილმა "იქორწინა". საზეიმო ღონისძიება "კაზანტიპის რესპუბლიკის" მთავარ სცენაზე გაიმართა. დაქორწინებული წყვილებიდან არიან გოგოებიც, რომლებმაც ერთმანეთზე "იქორწინეს". დაქორწინებულ წყვილებს "კაზანტიპისგან" ქორწინების სპეციალური დოკუმენტები გადაეცათ. 

როგორც ერთ-ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა განაცხადა, ისინი უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "კაზანტიპის" ფესტივალზე "დაქორწინებულიყვნენ". 

"ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ, რომ დღეს ერთად ვართ. დღეს ჩვენ დავქორწინდით და ვაპირებთ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ", - განაცხადეს დაქორწინებულებმა.
"კაზანტიპის" ღონისძიების ფარგლებში, კიდევ არაერთი წყვილი დაქორწინდება, რადგან საქორწინო ღონისძიება კიდევ ორჯერ გაიმართება.