პეტრო პოროშენკომ რუსეთს

პეტრო პოროშენკომ რუსეთს "ჰუმანიტარული კოლონის" სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთს "ჰუმანიტარული კოლონის" სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა შეშფოთებულია რუსული კოლონის ირგვლივ შექმნილი ვითარებით, პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

პოროშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინამ რამდენიმე დღის წინ გადასცა თავისი ჰუმანიტარული ტვირთი "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციას, სასაზღვრო - საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები გაიგზავნენ რუსულ გამშვებ პუნტქ "დონეცკში" ბრძანებით, ჰუმანიტარული ტვირთის კოლონისთვის გადაადგილების ნებერთვა "წითელი ჯვრის" ეგიდით მიეცათ, თუმცა დღეს შეთანხმება დაირღვა და რუსულმა მხარემ მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება "წითელი ჯვრის თანამონაწილეობაზე" უარის თქმის შესახებ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინულმა მხარემ შეასრულა ვალდებულებები და 35 რუსული სატვირთო მანქანა გააფორმა, თუმცა ერთადერთი ფაქტორი, რამაც "წითელ ჯვარს" ხელი შეუშალა ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში, ტერორისტების მხრიდან ლუგანსკის მიმართულებით სროლები იყო.
 

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 100 ავტომობილისგან შემდგარი კოლონა უკრაინაში საბაჟო კონტროლისა და "წითელი ჯვრის" თანხმობის გარეშე შევიდა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს. რუსეთის ჰუმანიტარულმა კოლონამ უკრაინის საზღვარი ლუგანსკის ოლქში, ბოევიკების მიერ კონტროლირებად გამშვებ პუნქტ "იზვარინოში" გადაკვეთა.