დარიალის ხეობაში დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება

დარიალის ხეობაში დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება

რეგიონული განვითარების მინისტრის დავით შავლიაშვილის ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, გვირაბში იმყოფებოდნენ და მაშველები ჯერჯერობით იქ შესვლას ვერ ახერხებენ.

კოკისპირული წვიმების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-ე კილომეტრზე მთის მასა ჩამოიშალა, მაგისტრალზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა აკრძალული.

სამაშველო ჯგუფები გზის გაწმენდას ცდილობენ, პარალელურად თერგის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშორების გამო ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

დარიალის ხეობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმყოფებიან. მინისტრები სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.