სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ცოტა ხანში დაიწყება

სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ცოტა ხანში დაიწყება

ინტენსუირი წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო სტიქიის ზონაში სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დარიალის ხეობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმყოფებიან. მინისტრები სიტუაციას ადგილზე ეცნობიან.

დევდორაკისა და თერგის ხეობის პირველადი დათვალიერება გამთენიისას   ვერტმფრენით განხორციელდება, რა დროსაც ზარალის მასშტაბების შეფასება და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებების დადგენა მოხდება. დილიდან ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფის წევრებიც შეისწავლიან და  პირველად შეფასებას დადებენ.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა, რამდენიმე საათში  გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. მოხდება თერგის კალაპოტის გაღრმავება. კლდოვანი მასის ჩამოწოლის შედეგად ამ დრომდე გადაკეტილია 17 მაისის სტიქიის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგანგებოდ მოწყობილი დროებითი საავტომობილო გზა. ხეობაში ამ დრომდე ყველა სახის საავტომობილო   მოძრაობა შეძღუდულია.

დევდორაკის ხეობაში მთის მასა  ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ჩამოწვა.