პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, რომლის ერთ-ერთი დადასტურებაც იყო ფრანსუა ოლანდის ვიზიტი საქართველოში.