დონეცკის ოლქში 34 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

დონეცკის ოლქში 34 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა

34 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 29 დაიჭრა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 22 კი დაიჭრა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 951 ადამიანი დაიღუპა, 1748 ადამიანი კი დაშავდა.