თემურ ჯანაშიას ქონება დაუყადაღეს

თემურ ჯანაშიას ქონება დაუყადაღეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება დაყადაღებულია. როგორც ჟურნალისტებს ჯანაშიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა , შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

უფრო კონკრეტულად, ყადაღა დაედო ჯანაშიას კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, ასევე მიწის ნაკვეთს კახეთის რეგიონში და საბანკო ანგარიშებს. გარდა ამისა, მისი ორი შვილის კუთვნილებაში არსებულ ბინებსა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლს.

"მოსამართლემ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და ის დააკმაყოფილა. დააყადაღა, როგორც თეიმურაზ ჯანაშიას უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშები, ასევე მასთან დაკავშირებული პირების – მისი მეუღლის, ხათუნა ნუცუბიძის ქონება, რომელთანაც განქორწინებულია და ასევე მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვის ქონება. სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ მოუთხოვია არანაირი მტკიცებულებები", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

ადვოკატმა დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს მის განსახილველად 72-საათიანი ვადა აქვს.