ალექსი პეტრიაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს

ალექსი პეტრიაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას მნიშვნელოვან გზავნილად მიიჩნევს

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ევროპის პარლამენტის , ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს.

"ეს არის მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და, რა თქმა უნდა, აღიარება იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს", - აცხადებს პეტრიაშვილი.

ევროპის პარლამენტმა, ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ბერნ ლანგმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევროკავშირისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. "მოვუწოდებთ ევროკავშირს, იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ექსპორტიორებს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყოთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა შესაძლო საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში.