სულხან მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია

სულხან მოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულის განხორციელება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. ამაზე სულხან მოლაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.

„ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟია დაიცვას საკუთარი პოზიცია და ამას პრემიერ-მინისტრი ძალიან კარგად აკეთებს. მან თავის თავზე აიღო სენატორებისადმი წერილის მიწერა.

ექსტრადიციის მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს, როგორც წინასწარი გამოძიების დროს, სადაც ძალიან ნაკლებია გადმოცემის შანსი, ასევე განაჩენის დადგომის შემდეგ. აღნიშნულის შემდეგ ექსტრადიცია უფრო შესაძლებელია. ჩემი აზრით, იურიდიული თვალსაზრისით, წინასწარი გამოძიების დროს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უშედეგო იქნება." - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.