მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ სტრუქტურად გაიყოფა

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ სტრუქტურად გაიყოფა

თბილისის მთავრობის ინიციატივით, ეს იქნება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, ასევე, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური და კულტურის საქალაქო სამსახურები.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არსებული სტრუქტურის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ მოქმედი ფორმით სამსახური შედეგიანი და ეფექტური ვერ იქნება.

“ამას ადასტურებს წარმოდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, რომ განვახორციელოთ სამსახურის რეორგანიზაცია ისე, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ უკეთესი მომსახურება მიიღოს, რაც შეიძლება მინიმალური დანახარჯებით”, - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.