დავით ბაქრაძის ბრიტანულ ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურა საქმეში ერკვევა

დავით ბაქრაძის ბრიტანულ ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურა საქმეში ერკვევა

როგორც “პირWელს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საგამოძიებო უწყება საქმეში ახლა ერკვევა და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დაკავშირებით სკანდალური დოკუმენტი გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ.

ბაქრაძის მისამართით გაგზავნილ HSBC-ს დოკუმენტზე აღნიშნულია 3-წლიანი ფიქსირებული ანგარიშის ნომერი - 40228434012380. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინსტრუქციის საფუძველზე, ზემოთ აღნიშნული ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილებაა მიღებული.