უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ილოვაისკი დაიკავეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ილოვაისკი დაიკავეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ილოვაისკი დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამასთან, ქალაქში ამ დრომდე რჩება ტერორისტების მცირე რაოდენობა, რომელიც კონტრშეტევებს ახორციელებს. 

"უკრაინელი ძალოვანები მთელ ქალაქს აკონტროლებენ, თუმცა ტერორისტების მხრიდან კონტრშეტევები გრძელდება. ტერორისტები ტანკებსა და არტილერიას იყენებენ", - ნათქვამია უკრაინის ეროვნული გვარდიის განცხადებაში. 

ილოვაისკში გამართულ ბრძოლებში გუშინ ცხრა უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.