"კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქციაზე ინციდენტი მოხდა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარიამ წიკლაურმა მიმდინარეო საპროტესტო აქცია გააპროტესტა. მისი თქმით, ამ ფესტივალში არანაირი ამორალური არ არის. 

"ხშირად დავდივარ ევროპაში, ტარდება მსგავსი ფესტივალები, თუმცა მისი საწინააღმდეგო ხალხს არაფერი აქვს. ეს ფესტივალი არ არის გარყვნილება, ეს ფესტივალი არ არის ის, რასაც ეს ხალხი ამბობს. პირიქით, ეს ფესტივალი მიმართულია ქართველი ახალგაზრდობის გართობაზე და პირიქით, თუ ახალგაზრდებს უნდათ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ასეთი კონცერტები. ამ ხალხს ვეტყოდი, რომ სხვა უამრავი პრობლემაა საქართველოში, უამრავი გაჭირვებულია და ჯობია, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ვიმუშაოთ. ეკლესიასაც მოვუწოდებ, გაჭირვებულებს დაეხმაროს და გააკეთოს ის, რაც რეალურად ევალება", - განაცხადა წიკლაურმა. 

წიკლაურს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა "სულიერ სიმდაბლეში" დაადანაშაულეს, მათ წიკლაურს მოგზავნილი და პროვოკატორი უწოდეს.