სკანდალი

სკანდალი "საბას" დაჯილდოვებაზე-ნაირა გელაშვილი "ჰუდონჰესის" წინააღმდეგ

მწერალი ნაირა გელაშვილი ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოვების ცერემონიალზე ყველასთვის მოულოდნელად სკანდალური განცხადებით გამოვიდა. მან სოფელ ხაიშის პრობლემაზე მიმართა საზოგადოებას და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სოფელს, რომლესაც ჰუდონჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა ემუქრება. ნაირა გელაშვილი მწერლებს მოუწოდებს ხმა აიმაღლონ მის დასაცავად, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს გააკეთეს:

„ამ პრემიის ნაწილი რომლის ღირსიც მე გავხდი მე მინდა გადავცე სოფელ ხაიშში საშუალო სკოლას და საბვშვო ბაღს. რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო საზოგადოების პატარა ნაწილმა ჩვენი ინიციატივით ამ სოფელს მივანიჭთ გმირის წოდება... როცა არავის აღარ უნდა ეს საქართველო, როცა აქედან გარბიან, ამ სოფელს და მის მაცხოვრებელს სთავაზოვებენ გაყიდონ ადამიანური ღირებულებები, თავიანთი საფლავები ეკლესიები, სავარგულები, სიწმინდეები და ეს ღარიბი სოფელი, რომელიც განიცდის ყველანაირ ზეწოლას, მოსყიდვას, დაშინებას, როგორც ეს იყოს საბჭოთა დროიდან მოყოლებული დღემდე, ეს ხალხი დგას მტკიცედ და მიტოვებულია მთელი საქართველოსაგან ფაქტიურად და მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც. ეს იქნება ჩემი მოწოდება მწერლებისადმი, მე რამდენიმე დღის წინ მოვუწოდე მათ, 2012 წელს საქართველოს პენცენტრმა, მისმა გამგეობამ გამოაქვეყნა მკაცრი წერილი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ იმ ბარბაროსული პროექტების განხორციელების მცდელობისა და სურვილისათვის, რომელიც აპოკალიფსურ მასშტაბებს იღებს უკვე საქართველოში და თუ ისინი განხრციელდა მთელი სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი აჭარა და შემდეგ უკვე სხვა რეგიონები კატასრტროფის პირას აღმოჩნდებიან. ათასობით და ათიათასობის ჰექტარი ჩაიძირება წყალში და ჩვენ შეგვრცხვება, რომ მწერლები ვიყავით, ვწერდით და პრემიებს ვიღებდით. ეს არ უნდა დავუშვათ, მე მოვუწოდებ მწერლებს, ხელი მოაწერონ, ხელახლა დააფიქსირონ დღეს იგივე პოზიცია, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ წინა ხელისუფლების დროს, რადგან ეს გრძელდება და ამას არავითარი ახსნა, არავითარი პატიება, არავითარი გაგება არა აქვს:- განაცხადა ნაირა გელაშვილმა :საბას“ დაჯილდოვების ცერემონიალზე.