თეა წულუკიანი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებული ვერსია არც თუ მყარად გამოიყურებოდა

თეა წულუკიანი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებული ვერსია არც თუ მყარად გამოიყურებოდა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არც თუ მყარად გამოიყურებოდა ის ვერსია, რაც საზოგადოებაში იყო გავრცელებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს "თV3"-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მას პროკურორ არჩილ კბილაშვილთან იმედიანი საუბარი ჰქონდა.

"მე სანამ ვიყავი მინისტრი და პროკურორი, შესაბამისი დოზით საქმის მასალები ვიცოდი და პირველი სტრატეგიული ნაბიჯი, რაც იყო დაგეგმილი არჩილთან ერთად, იყო ის, რომ შემოწმებულიყო ის ვერსია, რაც მოგვყიდეს საზოგადოებას, იყო თუ არა საფუძვლიანი. მე პირადად ვფიქრობ, რომ არც თუ მყარად გამოიყურებოდა ის ვერსია, რაც იყო საზოგადოებაში, რაც იყო გავრცელებული. მას შემდეგ, რაც პროკურორის ფუნქციები დავთმე და ისინი აღარ მაქვს, მე პირდაპირ მეკრძალება სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. მინდა ვთქვა, რომ ის ვერსია, რაც იყო გავრცელებული, არ მომეჩვენა საფუძვლიანად", - აღნიშნა წულუკიანმა.