თეა წულუკიანი რაიონებში საკადრო გადაადგილებების პროცედურების შეჩერებაზე საუბრობს

თეა წულუკიანი რაიონებში საკადრო გადაადგილებების პროცედურების შეჩერებაზე საუბრობს

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ აცხადებს , რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაწყებული საკადრო გადაადგილებისა და იმპიჩმენტის პროცედურები უნდა შეჩერდეს.

უწყებათაშორისი კომისია შესაბამისი რეკომენდაციით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს. როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემუშავდა ჩარჩო-ინსტუქციები, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საჯარო მოხელეებს გადასცემს.

"დღეს პირდაპირ ვთხოვე "ნაციონალურ მოძრაობას" დახმარება, რომ იმ რაიონებში, სადაც პარტიის წევრთა შორის ხდება ურთიერთობების გარჩევა და ეს საბოლოოდ იმპიჩმენტის ხასიათს იღებს, პროცესი სასწრაფოდ შეაჩერონ. კომისიამ ერთხელ უკვე გასაგებად თქვა, რომ ეს ზიანს აყენებს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს" - განაცხადა წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მომავალ სხდომაზე, კომისია ერთთვიანი მუშაობის ანგარიშს დაამტკიცებს, სადაც ასახული იქნება რომელ საჩივარს როგორი რეაგირება მოჰყვა.