NDI პოლიტიკურ რეიტინგებს 26 სექტემბერს გამოაქვეყნებს

NDI პოლიტიკურ რეიტინგებს 26 სექტემბერს გამოაქვეყნებს

NDI პოლიტიკურ რეიტინგებს 26 სექტემბერს გამოაქვეყნებს. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მეტი კვლევის ჩატარებას არ აპირებს.

საზოგადებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. საველე სამუშაოები მკვლევარებმა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარეს. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 3838 ადამიანი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.