რესპონდენტთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა

რესპონდენტთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.

რესპონდენტთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე იგივეა, 11 პროცენტის აზრით - შემცირდა, 13 პროცენტმა კი - არ იცის.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, გამოკითხულთა 4 პროცენტის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილები გაიზარდა, 54 პროცენტის აზრით ამ მხრივ ვითარება იგივეა, 32 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა, 10 პროცენტმა არ იცის.