NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 18% აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამართლებს.
ამასთან, კითხვაზე - იცით თუ არა, რომ პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგება, გამოკითხულთა 91% დადებითად პასუხობს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.