NDI-ის კვლევის მიხდევით, რესპონდენტთა 32%-ს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა, 4% ფიქრობს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა, 16%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.