შსს-ს წარმომადგენლები დვანში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

შსს-ს წარმომადგენლები დვანში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

ქარელის რაიონის სოფელ დვანში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კვლავ გაგრძელდა ღობეების მონტაჟის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილობრივი ან მთლიანი გაყოფის წინაპირობას წარმოადგენს.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს არსებულ პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქართული და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებებისა და პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი კვლავაც გრძელდება.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში ოკუპაციის ხაზის გადმოწევას შს სამინისტრო პირველადი ინფორმაციით არ ადასტურებს. შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის უკანონო ქმედებას და ყველა მხარეს პროცესის დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.