საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა

საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა

გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და მისმა "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გერმანიის საარჩევნო კომიტეტის ინფორმაციით, მერკელის "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა" ხმების 42% მოიპოვა, რაც 1990 წლის არჩევნების შემდეგ პარტიისთვის მიცემული ხმების ყველაზე დამაჯერებელი მაჩვენებელია, თუმცა მიუხედავად შედეგისა, პარლამენტში მერკელის პარტია უმრავლესობით მაინც არ იქნება წარმოდგენილი.

მერკელის პარტიის მთავარმა კონკურენტმა "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" ხმების 26% მოიპოვა. სავარაუდოდ, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს" მოუწევს მასთან ეგრეთ წოდებული "დიდი კოალიციის" შექმნა, რადგან კოალიციაში მერკელის პარტიის მოკავშირე "თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ" არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

"საოცარ შედეგს მივაღწიეთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ეს წლები წარმატებული იყოს გერმანიისთვის. ახლა ნაადრევია იმაზე საუბარი, როგორ ვიმოქმედებთ, მაგრამ დღეს ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ", - განაცხადა ანგელა მერკელმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.