წყალტუბოში ახლად შესახლებულმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს

წყალტუბოში ახლად შესახლებულმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს

წყალტუბოში ახლად შესახლებულმა 50-მა ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. აფხაზეთიდან დევნილებისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ წყალტუბოში ყოფილი საავადმყოფოს შენობა გაარემონტა და ერთი კვირის წინ დევნილები შეასახლა. შესახლების პროცესს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძეც დაესწრო.

დევნილების განცხადებით, შენობაში დენი, გაზი და წყალი არ არის, ასევე, არ არსებობს კანალიზაცია, რის გამოც იქ ცხოვრება შეუძლებელია. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი პროტესტის ნიშნად დღეს ბინის გასაღებებს მინისტრს დაუბრუნებენ.