NDI დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს

NDI დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს მედიას მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა თემაზე - "საზოგადოების განწყობა საქართველოში". კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის პრეზენტაცია 11:00 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება და მასზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მიწვეული.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).