გომბორის უღელტეხილზე ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გომბორის უღელტეხილზე ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს , ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ორივე ავტომანქანის მძღოლი და ერთი ქალბატონი.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გარდაცვლილი მძღოლების დაზიანებული ავტომანქანებიდან ამოყვანას ამ წუთებში სპეცტექნიკით ცდილობენ.
გარდა ამისა, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

შემთხვევა უჯარმის ციხესთან ახლოს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.